სექსუალურ შევიწროებაში მხილებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის გადადგომას ყოფილი თანამშრომელი ეხმაურება.
ეკა მესხიძემ მედიასთან ღიად საუბარი გადაწყვიტა. ის ტელეკომპანია „იბერიის“ სიუჟეტში პაპუნა უგრეხელიძეს პასუხობს და ამბობს, რომ მისი განცხადება სიცრუეს შეიცავს.
„მისი ბრალდებების იმ ნაწილზე, სადაც ის უკავშირებს ამ ყველაფერს ჩემი მეუღლის გათავისუფლებას, მინდა განვმარტო, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმ ბრალდებებსა და პრობლემებთან, რომელზეც მე ვსაუბრობ ამდენი დღის განმავლობაში. ძალიან მიხარია, თუ სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს.
კიდევ ერთი სიცრუე, რაზეც საუბრობს, არის ის, რომ ის სმს მისი ტელეფონიდან არ არის გამოგზავნილი. ეს აბსურდია. რაც შეეხება მის ბრალდებებს და იმას, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა ეს ყველაფერი, ვფიქრობ, უბრალოდ ძალიან სასაცილოა", - ამბობს ეკა მესხიძე.
SMS-ები ►რას სწერდა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დღეს დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
იგი სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს შურისძიებას უწოდებს და ამბობს, რომ თანამდებობას ტოვებს, რათა განცხადებების თავისუფლად გაკეთება შეძლოს.
„ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება" - წერს უგრეხელიძე.
რამდენიმე დღეა, მედიისთვის ცნობილი გახდა სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული. დასკვნა 2017 წელს მომზადდა.
საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
კიდევ ერთი საქმე უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სასამართლოშია
დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა".
ვოლსკი: პაპუნა უგრეხელიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, პასუხი უნდა აგოს
„ლიბერალი" ესაუბრა ქალს, რომელიც პაპუნა უგრეხელიძეს (საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს) სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ომბუდსმენის დასკვნის გარდა მან ამ ფაქტის შესახებ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებსაც აცნობა, თუმცა პაპუნა უგრეხელიძის მიმართ ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ.
SMS-ები ►რას სწერდა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალს
სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, საჯაროო რეესტრის ხელმძღვანელი სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფს. ომბუდსმენის წარმომადგენელთან გასაუბრებისას მან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ განმცხადებელმა ის შევიწროებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი ასაკის ქალები არ იზიდავს. ამასთან, აღნიშნა, რომ ირგვლივ უამრავი ახალგაზრდა ლამაზი ქალია და განმცხადებელს არ შეხედავდა.