საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ქალი თუ მამაკაცი, ვინც ზეწოლას და შევიწროებას ახდენს, პასუხი უნდა აგოს.
„მე ვფიქრობ, რომ პაპუნა უგრეხელიძე იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ქალი თუ მამაკაცი, ვინც ზეწოლას და შევიწროებას ახდენს, მორალურადაც უნდა აგოს პასუხი, ადმინისტრაციულადაც და თუკი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები არის, ამ მხრივაც. ეს არის უზნეო და ჩვენი საზოგადოებისთვის შეუფერებელი საქციელი. აქვს ამ ყველაფერს სამართლებრივი მხარე, რაც რასაკვირველია, სასამართლოს პრეროგატივაა. სკანდალია რეალურად ის, თუკი ასეთი მდგომარეობა და ვითარება ნამდვილად გამოვლინდა, თუმცა უნდა მოვუსმინოთ ორივე მხარეს სიღრმისეულად და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
SMS-ები ►რას სწერდა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალს
კიდევ ერთი საქმე უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სასამართლოშია
საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
რა წერია საჯარო მოხელეთა ქცევის კოდექსში სექსუალურ შევიწროებაზე