Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიდევ ერთი საქმე უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სასამართლოშია

26 მარტი, 2018 12:48

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების ბრალდებით კიდევ ერთი საქმე სასამართლოშია.

მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის დასკვნა გავრცელდა, რომლითაც ომბუდსმენმა პაპუნა უგრეხელიძის  მხრიდან თანამშრომლის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა, ცნობილი გახდა, რომ პაპუნა უგრეხელიძის მიმართ სხვა ბრალდებებიც არსებობს, რომელზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუშაობს. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე „ლიბერალთან“ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ საია მუშაობს სხვა საქმეზეც, რომელიც სასამართლოშია და ამ შემთხვევაშიც დისკრიმინაციის დადგენას მოითხოვენ. 

„ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ითვალისწინებს ორ მექანიზმს: სახალხო დამცველისადმი მიმართვას ან სასამართლოსადმი მიმართვას. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. სექსუალურ შევიწროებასთან  დაკავშირებით კანონმდებლობა ხარვეზიანია. ანტიდისკრიმინაციულ კანონში პირდაპირ არ არის განმარტებული შევიწროება,  როგორც დისკრიმინაციის ფორმა, მაგრამ ვფიქრობთ საერთაშორისო მიდგომით და სტანდარტების გათვალისწინებით, შესაძლებელია, სასამართლომ ამ შემთხვევაშიც მიიჩნიოს შევიწროება დისკრიმინაციის ფორმად. როგორც ეს სახალხო დამცველმა გააკეთა თავისი მექანიზმის გამოყენებით,“ - ამბობს ნონა ქურდოვანიძე. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი ომბუდსმენის აპარატმა 2017 წელს შეისწავლა და დისკრიმინაცია დაადგინა.

სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით: „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა". 

ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდაცნობილი, რაც მსხვერპლმა ამაზე საუბარი გადაწყვიტა და Imedinews -ს ინტერვიუ მისცა.  სახალხო დამცველის დასკვნით, მედია ამის შემდეგ დაინტერესდა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, უგრეხელიძე აშშ-ში მივლინებაშია და კომენტარს დაბრუნების შემდეგ გააკეთებს. 

საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

SMS-ები ►რას სწერდა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალს​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^