Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი ჰესებზე: გადაწყვეტილებებს საზოგადოების სათანადო ჩართულობის გარეშე იღებდნენ

02 აპრილი, 2018 12:11

„სახალხო დამცველის აპარატის მიერ რამდენიმე საქმის (ხუდონჰესი, აჭარისწყლის ჰესების კასკადი, ნენსკრა ჰესი, ნამახვანის ჰესი) შესწავლისას, გამოიკვეთა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებების პრობლემურობა", -  ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ  2017 წლის ანგარიშში.

„კერძოდ, გადაწყვეტილებები მიიღებოდა საზოგადოების სათანადო ინფორმირებისა და ჩართულობის, ასევე მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური საჭიროებების გათვალისწინების და გრძელვადიანი სარგებლისა და მიყენებული ზიანის თანაზომიერების გამოკვლევის გარეშე. ასეთი დამოკიდებულება ხშირ შემთხვევებში საზოგადოებას გონივრულ ვარაუდს უჩენს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ფორმალურ ხასიათს ატარებს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება

ანგარიშის აღნიშნულ თავში ნათქვამია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი აქტუალურია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესშიც.

ომბუდსმენი წერს, რომ ამის ერთ-ერთი მაგალითია მდინარე რიონზე (ტვიში ჰესი და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი) ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა, რომლის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების თანახმად, საპროექტო ტერიტორიაზე გამოვლენილ 19 უძრავ ძეგლზე, ჰესების კასკადის მშენებლობამ, შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს.

„პროექტის გავლენის ზონაში აღრიცხული 23 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 13 წყალსაცავების წყლით დასაფარ ტერიტორიებზე მდებარეობს და შესაბამისად, პროექტის უშუალო ზემოქმედების ქვეშ მოექცევა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ წყლით დასატბორი ტერიტორიების ფარგლებში უშუალოდ ზემოქმედების ქვეშ არ მოექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ხოლო საპროექტო არეალში განლაგებულ 19 ძეგლზე უშუალო ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი", - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც სახალხო დამცველი წერს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მითითებული გარემოება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზემოქმედების თაობაზე არ შეესაბამება გზშ-ში მოცემულ ზემოაღნიშნულ განმარტებებს, კითხვის ნიშნები ჩნდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით, რომლითაც აღნიშნული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დამტკიცდა.

კერძოდ, იკვეთება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებები სრულყოფილად არ გამოუკვლევია, რაც კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება და აქტის ბათილობის საფუძველია.

„ამასთან, ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან, ამ ეტაპზე არ დგინდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მონაწილეობა აღნიშნული ჰესის მშენებლობის თაობაზე შესაბამისი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც კანონის დარღვევაა. კერძოდ, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობაზე, კანონმდებლობით განსაზღვრულმა ორგანომ გადაწყვეტილება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დადებითი დასკვნის საფუძველზე უნდა მიიღოს", - წერს სახალხო დამცველი.

კულტურული ძეგლების სია, რომლებიც ნამახვანის ჰესების კასკადის ზეგავლენის არეალში ექცევა

„ნამახვანი" და „ტვიში ჰესი" - რას აპროტესტებს მოსახლეობა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^