Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ შეიწყალა ბარნოვზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული - პრეზიდენტის არგუმენტები

16 აპრილი, 2018 15:13

საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგზე განმარტავს, თუ რატომ შეიწყალა წარსულში, ორი დღის წინ ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული.

„ფაქტი უმძიმესია და ამას ამძიმებს ისიც, რომ იგი იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ". - თქვა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები, სრულიად ლეგიტიმურად. საზოგადოება მოითხოვს ახსნას ამ მოვლენის და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს გავაკეთოთ. 

2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა ჩაიდინა ძალადობის აქტი მეუღლის მიმართ, მაშინ იგი არ დააპატიმრეს და მხოლოდ ოთხთვე-ნახევრის  შემდეგ, ავარიის გამო დააკავეს და ამ ორივე დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი.

მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და უარყოფილ იქნა, მეორე მიმართვის დროს კომისიაში შევიდა რამდენიმე საბუთი, რომელთაგან ერთი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის დადებითი დახასიათება, ასევე სამედიცინო დასკვნა, სადაც არ იყო მითითებული რაიმე სულიერი დაავადება. თან ერთვოდა ბრალდებულის აღიარება და იმის აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო.

თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე.

მაშინ კომისიამ მე მომმართა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სრულად გათავისუფლების თაობაზე. მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი და რომც არ გამენახევრებინა, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს".

პრეზიდენტის თქმით, ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევებზე დროებით შეწყალების განხილვებს შეწყვეტენ.

___________________________________

შეგახსენებთ, რომ ყელგამოჭრილი ქალი 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე დაახლოებით 19:00 საათზე იპოვნეს. 

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. იგი მოკლულის დედის ყოფილი მეუღლეა.  მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება. ბრალდებულს  16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ბრალდებული მანმადეც იყო ნასამართლევი ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მაგრამ ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მუხლით დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

ბარნოვზე მოკლული ქალის შვილების მდგომარეობას სოცსააგენტო შეისწავლის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ნოემბერი
14 ნოემბერი

რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამე ...

რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებში გადამზადდებიან, რაც მათ ამ მიმართულებით განათლების დონის ამა ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

ცესკოს სხდომა 19 საათისთვის გადაიდო

დღეს, 14 ნოემბერს 13 საათზე დანიშნული ცესკოს სხდომა 19 საათისთვის გადაიდო, - ამის შესახებ ინფორამაციას ცესკო ავრცელებს. ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

ზვიად პატარიძე 23 წლამდე მოჭიდავეთა შორი ...

ზვიად პატარიძე 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონია. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ცნობით, პირველი ფ ...
^