Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მემანქანეთა პროფკავშირი: მემანქანეები იფიცებიან, 3 მაისს დილიდან მეტრო არ გაიხსნება

30 აპრილი, 2018 11:01

მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის" გამგეობის თავმჯდომარის, რატი კაპანაძის განცხადებით, ხუთშაბათს, 3 მაისს დილის 06:00-დან თბილისის მეტროპოლიტენის შემადგენლობის 100% გაიფიცება. ამის შესახებ კაპანაძემ მეტროსადგურ „რუსთაველში" განაცხადა. 

„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, მემანქანეებიის მთავარი მოთხოვნაა, ანაზღაურება გაიზარდოს 45%-ის ოდენობით. მემანქანეების თქმით, ისინი საათობრივად 7 ლარს იღებენ, მათ სურთ, რომ ანაზღაურება 10 ლარამდე გაიზარდოს.

როგორც თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ 25 აპრილს განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტს დღესდღეობით, მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდის ფინანსური რესურსი არ აქვს.

დღეისთვის მემანქანეთა საშუალო თვიური ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 1150 ლარია. მემანქანეები ამბობენ, რომ არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა იმ გარემო-პირობებთან, სამუშაო ციკლთან თუ პასუხისმგებლობასთან შედარებით, რომელსაც ისინი ყოველდღიურობაში აწყდებიან.

„ისინი მთელ სამუშაო დღეს მიწის ქვეშ ატარებენ, სადაც მომეტებული ხმაურის, მაღალი ვიბრაციის, ჟანგბადის ნაკლებობის, რადიაციული ფონის პირობებში უწევთ მუდმივ დაძაბულ რეჟიმში მუშაობა და დღეში 400 000 მგზავრის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ამასთან, თავად მემანქანეთა მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მემანქანეთა დიდ ნაწილში ფართოდ გავრცელებულია ადრეული სიკვდილი (მემანქანეთა თქმით საპენსიო 65 წლის ასაკს მეტროს მემანქანეთა 60% ვერ აღწევს) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები“, - განუცხადა „ლიბერალს" EMC-ის იურისტმა ლინა ღვინიანიძემ 18 აპრილს. 

„მეტროს მემანქანეები 2013 წლიდან ხელფასების მატებისთვის იბრძვიან, თუმცა სახელმწიფოს და კომპანიას არ გააჩნია კეთილი ნება, იზრუნოს და ღირსეული პირობები შეუქმნან ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ყოველდიურად ემსახურებიან ათი ათასობით მგზავრს;

ჩვენ ყველა გზა ვცადეთ იმისთვის, რომ თქვენი გადაადგილება არ შეფერხებულიყო, თუმცა კომპანია სხვა გზას არ გვიტოვებს.

  • მეტროს მემანქანეების ხელფასი 2013 წლიდან არ შეცვლილა;
  • პროფესია მემანქანე არის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამსახურის ათეულში;
  • მემანქანეების უწევთ იმუშაონ სიცოცხლისთვის საშიში პირობებში (ვიბრაცია, დღის მიწის ქვეშ გატარები გამოწვეული მხედველობის პრობლემები, ხმაური, მომედებული დაბინძურებული ჰაერი, გილსისხლძარღვთა დაავადებები)", - აცხადებენ მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის" წევრები.

მეტროს მემანქანეების ხელფასის გაზრდის საკითხზე მედიაციის პროცესში მერიაც ჩაერთვება

მეტროს მემანქანეების ხელფასი ამ დროისთვის ვერ გაიზრდება - ვიცე მერი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^