Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიო►„არ აღვნიშნავთ, ჩვენი ნებაა" - ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 17 მაისის აღნიშვნა გადაიფიქრა

30 აპრილი, 2018 17:26

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ჩაწერა. 

კომიტეტმა 2017-2020 წლების სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია 1 სექტემბერს გამართა. დოკუმენტში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა საკითხისადმი ცნობიერების ამაღლების მიზნით იყო გაწერილი. 

თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ 17 მაისის აღნიშვნას არ აპირებს. იგი არ პასუხობს „ლიბერალის" შეკითხვას, თუ რატომ გადაიფიქრეს ამ დღის აღნიშვნა ან, თუ არ აპირებდნენ, რატომ შეიტანეს სამოქმედო გეგმაში. 

„არ აღვნიშნავთ. კარგით რა, არ გინდათ ასეთი პროვოკაციული რაღაცები. გითხარით პასუხი, არ აღვნიშნავთ. ჩვენი ნებაა, გვინდა, აღვნიშნავთ, გვინდა - არა. კომიტეტი რასაც წყვეტს... კომიტეტს არაფერი არ გადაუწყვეტია... გითხარით პასუხი, მაგრამ თქვენ რომ მოგწონთ, ისეთი არ არის" - უთხრა კილაძემ „ლიბერალს".

სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ ქვეთავში - „მოქალაქეების ინფორმირებულობა, საჯარო ღონისძიებები და გასვლითი შეხვედრები“ ვკითხულობთ, - „დიდია კომიტეტის  როლი ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე ცნობიერების ამაღლების საკითხში. ამ მხრივ, პოზიტურად უნდა შეფასდეს კომიტეტის უკანასკნელი წლების პრაქტიკა, რომელიც უნდა გაგრძელდეს და უფრო მასშტაბური გახდეს. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დღეების აღნიშვნა ხელს შეუწყობს სოლიდარობის გამოხატვას უფლებადარღვეული პირების მიმართ და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ პროცესში მიზანშეწონილია, კომიტეტმა ითანამშრომლოს, როგორც დონორ , ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად დაიგეგმოს საჯარო ღონისძიებები“.

1 სექტემბერს, დოკუმენტის პრეზენტაციისას „ლიბერალის" კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ  რამდენად პრიორიტეტულია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემის მოგვარება, კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ უპასუხა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ნიშნით იდევნება ადამიანი; მათი ვალია თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სამოქმედო გეგმაში „17 მაისის" აღნიშვნაა გაწერილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^