Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხვალ, 22 მაისს, მეტროს თანამშრომლების სოლიდარობის აქცია გაიმართება

21 მაისი, 2018 13:46

„მეტრო ისევ წინასაგაფიცვო პერიოდშია! 3 ივნისს ეს პერიოდიც იწურება და მეტროს დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013" იფიცება!", - ხვალ რუსთაველის მეტროსთან სოლიდარობის აქცია გაიმართება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 1 მაისს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის ერთი თვის ვადით გადადება მოითხოვა, შრომის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, რაც მოსამართლემ იმავე დღეს დააკმაყოფილა. 

მეტროს თანამშრომელთა გაფიცვა სრულად კანონიერია. ისინი წლების განმავლობაში მოლაპარაკებების გზით უშედეგოდ ცდილობდნენ, მიეღოთ სამართლიანი ანაზღაურება. დღეს მათ სრული უფლება აქვთ, გაფიცვის გზით იბრძოლონ თავიანთი შრომითი უფლებების დასაცავად. გაფიცვის გადავადების შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანია არ ცდილობს მოლაპარაკებების გაგრძელებას მეტროს თანამშრომლებთან, რაც 3 ივნისს გაფიცვას გარდაუვალს ხდის და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა კომპანიას და მერიას ეკისრება. 

მეტროს თანამშრომლების სამუშაო პირობები იგივეა: „სამხედრო" გრაფიკი, მტვერში რკინის მაღალი შემცველობა, უჟანგბადობა, მომატებული ხმაური, ვიბრაცია, ელექტრული ველი და ა.შ. 

ეს ადამიანები ყოველდღე ქალაქში ჩვენს გადაადგილებას უზრუნველყოფენ. მეტროს თანამშრომლები ერთსულოვანნი არიან საკუთარ მოთხოვნებში. ჩვენი ვალია, 22-ში გამოვიდეთ და მხარი დავუჭიროთ მათ, ვისაც ჩვენს სიცოცხლეს ვანდობთ. 

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მეტროს, რადგან მათი მოთხოვნა არის სამართლიანი და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა მშრომელისთვის. მათი ბრძოლის წარმატებით დასრულება, ყველა ჩვენგანისთვის სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების სტანდარტის გაზრდას ნიშნავს! 

გამოდით და დაუდექით გვერდით მეტროს თანამშრომლებს, რათა მომავალში უკეთესი სამუშაო პირობები და ხელფასი თქვენთვისაც რეალობა გახდეს!", - ნათქვამია განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები არიან:
სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 
აუდიტორია 115

#ხმები ► 18 წელი მეტროს მემანქანედ - რაზე ვანაწილებ ხელფასს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^