ემზარ ბარბაქაძე 18 წელია მეტროს მემანქანედ მუშაობს. სამი შვილი და მეუღლე ჰყავს. ოჯახში ერთადერთი დასაქმებული ადამიანია. ამბობს, რომ თავისი საშუალო ხელფასი 1150 ლარია, რომელიც მეტროში გაწეულ მძიმე შრომასთან არაადეკვატურია.
დღეს, 3 მაისს მემანქანეების გადაწყვეტილებით, მეტრო უნდა გაჩერებულიყო. მემანქანეები გაფიცვას აპირებდნენ და ამ გზით ხელფასის ზრდის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ერთი დღით ადრე გაიგეს, რომ ვეღარ გაიფიცებიან. სასამართლომ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის(რომელიც მერიის მფლობელობაშია) მოთხოვნით, მათ გაფიცვა 1 თვის ვადით გადაუვადა.
"მემანქანეები ემორჩილეობიან კანონს და სასამართლოს", - ამიტომ, ისინი 1 თვის შემდეგ გადაწყვეტენ, რა გზებით მოითხოვენ საკუთარი ხელფასის გაზრდას.