დღეს, 22 მაისს, 19:00 საათზე, მეტრო რუსთაველთან, მეტროს მემანქანეების სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქციას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი და „აუდიტორია 115“ გამართავენ.
საქალაქო სასამართლომ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განცხადების საფუძველზე, მეტროს პროფკავშირს გაფიცვა კიდევ ერთხელ, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა.
მეტროს მემანქანეების პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის“ წარმომადგენლებმა 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 დღით გადაავადა, ამიტომ, ისინი 3 ივნისს უნდა გაფიცულიყვნენ.
მემანქანე არჩილ ლაბაძემ „ლიბერალს" განუცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. განჩინებას არ ეთანხმებიან და 3 ივნისს მემანქანეები მაინც გაიფიცებიან.
ამავე თემაზე: EMC: სასამართლომ კიდევ ერთხელ, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვის უფლება „ერთობა 2013-ს“