შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხოური ენების გამოცდში მე-12 კლასის მოსწავლეების დაახლოებით 11% ვერ გადალახა ზღვარი. ზღვარი წარმატებით გადალახა 89%-ზე მეტმა აპლიკანტმა.
დღეს, 22 მაისს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ისტორიის გამოცდას ჩააბარებენ.
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. მოსწავლეები გამოცდას ოთხ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენები, ისტორია და მათემატიკა) ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 49 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.
წელს საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ტარდება.
სიახლეს წარმოადგენს ის, რომ შემოღებულია ჩააბარა/არ ჩააბარა (Pass/Fail) შეფასების სისტემა.
გამოცდის დასრულების შემდეგ, ნაცვლად ქულისა, მოსწავლე მხოლოდ იმას შეიტყობს გადალახა თუ ვერ გადალახა ბარიერი.