შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ისტორიის გამოცდში მე-12 კლასის მოსწავლეების დაახლოებით 4% ვერ გადალახა ზღვარი. ზღვარი წარმატებით გადალახა 96%-ზე მეტმა აპლიკანტმა.
ხვალ, 23 მაისს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ.
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. მოსწავლეები გამოცდას ოთხ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენები, ისტორია და მათემატიკა) ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 49 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.
წელს საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ტარდება.
სიახლეს წარმოადგენს ის, რომ შემოღებულია ჩააბარა/არ ჩააბარა (Pass/Fail) შეფასების სისტემა.
გამოცდის დასრულების შემდეგ, ნაცვლად ქულისა, მოსწავლე მხოლოდ იმას შეიტყობს გადალახა თუ ვერ გადალახა ბარიერი.
ქართულის გამოცდაზე მეთორმეტეკლასელების დაახლოებით 3%-მა ზღვარი ვერ გადალახა
უცხო ენის გამოცდაზე მეთორმეტეკლასელების დაახლოებით 11%-მა ზღვარი ვერ გადალახა