Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი ტოჩინოშინზე: ჩვენ გვეამაყება ასეთი თანამემამულე

25 მაისი, 2018 14:57

„უპრეცედენტო გამარჯვებები იქნა მოპოვებული ჩვენი თანამემამულის მიერ იაპონიაში. იცით, რომ ტოკიოში მიმდინარე სუმოს პრესტიჟულ ტურნირზე - ნაცუ ბაშო, ტოჩინოშინმა მეთორმეტე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და უმაღლესი წოდების მქონე სუმოს ცოცხალი ლეგენდა დაამარცხა“,- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერი ლევან გორგაძის(ტოჩინოშინის) ბოლოდროინდელ გამარჯვებებს.

გიორგი კვირიკაშვილმა გამარჯვება საქართველოს და თავად გორგაძეს მიულოცა და აღნიშნა, რომ ტოჩინოშინის წარმატება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის იაპონიაში წარმოჩენისთვის.  

„ჩვენ გვეამაყება ასეთი თანამემამულე. ყველამ უყურეთ, ალბათ, ამ ბრძოლას, თუ რამხელა ძალისხმევა და რამხელა შინაგანი ენერგია აქვს მას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველასთვის სასიხარულო იყო ეს ამბავი. ის ჩვენთვის ძალიან საამაყო ადამიანია და მინდა ვუსურვო, რომ ასე გაეგრძელებინოს თავისი კარიერა. ამ გამარჯვებებით ის არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენი ქვეყნის სახე გახდა, ასე რომ, გილოცავთ,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

24 მაისს ქართველმა სეკივაკემ, ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) სუმოს ყველაზე ტიტულავანი სპორტსმენი, მოქმედი იოკუძუნა, მონღოლი ჰაკუჰო დაამარცხა. მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მე-12 გამარჯვება მოიპოვა. 

ჰაკუჰოს დამარცხება ლევან გორგაძისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. მათ შორის დაპირისპირება 10 წლის წინ დაიწყო და დღემდე 25 ოფიციალურ ორთაბრძოლას ითვლიდა და ყველა მათგანი ჰაკუჰოს გამარჯვებით მთავრდებოდა.

ვიდეო► ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა - მე-12 გამარჯვება

დღეს კი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მეცამეტე ორთაბრძოლაში, ნაია შოდაისთან დამარცხდა. მათ შორის სულ 9 ორთაბრძოლა გაიმართა და ანგარიში ლევანის სასარგებლოდ 5-4-ია. დამარცხების მიუხედავად, ტოჩინოშინს ტურნირში გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

ქართველ სეკიტორის, ტოჩინოშინ ცუიოშის გაზაფხულის ბაშოს დასრულების შემდეგ 30 მაისს სუმოს ასოციაცია, სავარაუდოდ, ოძეკის ტიტულს მიანიჭებს. იგი მე-3 ევროპელი ოძეკი გახდება.

ტოჩინოშინი მეცამეტე ორთაბრძოლაში დამარცხდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^