Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NAEC: საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი 11 000–ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა

25 მაისი, 2018 17:56

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი 11 000–ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა. ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში.

მათივე ცნობით, მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდების ძირითადი მონაცემები ასეთია:

მე-12 კლასეთაგან ზღვარი წარმატებით დაძლია:
• ქართული ენა და ლიტერატურა -98%-ზე მეტმა
• უცხოური ენა - დაახლოებით 94%-მა
• ისტორია - 97%-ზე მეტმა
• მათემატიკა - დაახლოებით 93%-მა

მონაწილეთა ჯამური მონაცემები (ასახულია იმ მოსწავლეთა მონაცემებიც, რომლებმაც წინა წლებში ვერ დაძლიეს ზღვარი რომელიმე გამოცდაში):
• ქართული ენა და ლიტერატურა - 97%-ზე მეტმა
• უცხოური ენა - დაახლოებით 88%-ზე მეტმა
• ისტორია - 96%-ზე მეტმა
• მათემატიკა - 88%-ზე მეტმა

განმეორებით გამოცდაზე გამოსულ მოსწავლეთაგან (2017 წელს ვერ გადალახეს ზღვარი ან ვერ გამოვიდნენ გამოცდაზე) ზღვარი წარმატებით დაძლია: 
• გეოგრაფია - დაახლოებით 91%-მა
• ბიოლოგია - 61%-ზე მეტმა
• ქიმია - 78%-ზე მეტმა
• ფიზიკა - 43%-ზე მეტმა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისცნობით,  იმ მონაწილეთა ჩათვლით, ვინც წელს განმეორებით აბარებდა ერთ ან რამდენიმე გამოცდას, გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა.

იმ მონაწილეთა რაოდენობა, ვინც რეგისტრირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ზღვარი ვერ გადალახა, 2410-ია. მათგან მე-12 კლასელი - 1983.

გასულ სასწავლო წელს მე-12 კლასის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 12 803-მა მოსწავლემ ვერ გადალახა, რაც გამოცდებზე გასულ მოსწავლეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 27% იყო. 

2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით საატესტატო გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით, იხილეთ სტატიაში: გვჭირდება საატესტატო გამოცდები?​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^