Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძე: თუ მეტროს მემანქანეები გაიფიცებიან, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში

03 ივნისი, 2018 17:54

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თუკი მემანქანეები გაიფიცებიან, კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მიმართავენ.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ შანტაჟის ენით საუბარს. ამ ეტაპზე, არავითარი შესაძლებლობა არ არის იმისა, რომ ადამიანებს, რომლებსაც 1400 დან 1800 ლარამდე აქვთ ხელფასი,  45 პროცენტით მოვუმატოთ ანაზღაურება. გარდა მემანქანეებისა, ჩემთან დაახლოებით 24 000 ადამიანი მუშაობს, არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები, იგივე თუნდაც ბაღის პედაგოგები, თბილსერვისის თანამშრომლები, ადამიანები, რომლებსაც ოთხჯერ დაბალი ხელფასი აქვთ, მათ რა უნდა ვუპასუხო. ამიტომ, მე არ და ვერ მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ჩემss ქალაქს და დააზიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ამ სისტემაში.

რაც ეს პროცესი დაიწყო და შანტაჟის ენით გვესაუბრებიან, დედაქალაქის მერია და კომპანია კანონს არ გაsცდენია. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, დროებით შეუჩერა გაფიცვის უფლება, რადგან ჯერ საქმე განხილვის პროცესშია. სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ,  მემანქანეებს არ აქვთ უფლება, გაიფიცონ. თუმცა თუ ისინი მაინც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და მივმართავთ ყველა საშუალებას, რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება. ეს იქნება ხელფასების დაკავება და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროს მემანქანეები დღეიდან გაფიცვასა და შიმშილობას იწყებენ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის ლელა გვიშიანის თქმით, მემანქანეთა პროფკავშირი ამ გზით სასამართლოს დაემორჩილა, მაგრამ თან პროტესტის რადიკალურ გზებს მიმართა.

„ერთობა 2013-მა“ გადაწყვიტა, რომ დაემორჩილოს სასამართლოს განჩინებას და გაფიცოს არასამუშაო დროებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მივიჩნევთ. ამავდროულად, მემანქანეები მიმართავენ პროტესტს ყველაზე რადიკალური ფორმებით - დაიწყება შიმშილობის აქცია“, - უთხრა გვიშიანმა „ლიბერალს“.

EMC-ის იურისტი: მემანქანეები შიმშილობას იწყებენ, რაც სასამართლოს არ აუკრძალავს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^