მოქალაქეთა ჯგუფმა დღეს მთავრობის კანცელარიასთან პრემიერისთვის ბოტები მიიტანეს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი „მთავრობის სამარცხვინო პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს" აპროტესტებენ.
ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრემიერის მიერ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შესახებ Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას მოქალაქეებმა მასშტაბური „ჰაჰა" რეაქციით უპასუხეს, რასაც პოსტზე ათასობით ყალბი პროფილის მოწონება მოჰყვა.
„6 საათზე შევიკრიბებით კანცელარიასთან და პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს სამახსოვროდ დავუტოვებთ ბოტებს", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
თეა წულუკიანის გადადგომაზე პრემიერის პასუხს facebook მომხმარებლები „ჰაჰა“ რეაქციით პასუხობენ
„Like-პროცესის დისკრედიტირება" - მთავრობის პასუხი „ბოტებზე"