Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეა წულუკიანის გადადგომაზე პრემიერის პასუხს facebook მომხმარებლები „ჰაჰა“ რეაქციით პასუხობენ

05 ივნისი, 2018 21:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის facebook პოსტს, რომელშიც ის მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, ასობით ადამიანმა “ჰაჰა” რეაქციით უპასუხა. ამის პარალელურად კი პოსტზე მოწონებებმა სწრაფი ტემპით იმატა, მეტწილად უცხო ქვეყნებში დარეგისტრირებული facebook მომხმარებლების, სავარაუდოდ ე.წ. ბოტების ხარჯზე.

აღნიშნულ პოსტში პრემიერ-მინისტრი წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნა, „არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული“.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.

მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი, მართლაც, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს“,- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

დღეს, ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციმ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. 

კვირიკაშვილი NGO-ებს ეხმაურება: თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნა აბსურდულია

არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ

„წულუკიანს მაგიდასთან არ დავუსხდებით" - NGO-ები პროკურორის შერჩევაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

ომბუდსმენი: NGO-ების გარეშე მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს სანდოობა არ ექნება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^