სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებმა მონაწილეობა არ მიიღეს, ამ პროცესს სანდოობა არ ექნება.
„ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა ნაბიჯი, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებზე წლებია, მუშაობენ, სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ, მათი მხრიდან მოიპოვოს ნდობა. ის, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარდა, არ იყო მხოლოდ ერთი ან ორი საქმის გამო გამოწვეული მღელვარება და პროტესტი. ეს იყო იმის დასტური, რომ სისტემაში, საგამოძიებო უწყებებში, არსებობს სერიოზული პრობლემები, სერიოზული უნდობლობა და ხარვეზები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე კითხვა დატოვოს ამ პროცესთან დაკავშირებით. დღეს საჭიროა, რომ იყოს სრული ნდობა ამ პროცესის მიმართ. ისეთი გენერალური პროურორი უნდა იყოს არჩეული, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები", - განაცხადა ლომჯარიამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 10 არასამთავრობო ორგანიზაცია თეა წულუკიანს კონსულტაციების მაგიდასთან არ დაუჯდება და უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე.
„წულუკიანს მაგიდასთან არ დავუსხდებით" - NGO-ები პროკურორის შერჩევაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ