Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების მინისტრობის კანდიდატს სკოლასა და უნივერსიტეტში წილის გასხვისება მოუწევს

12 ივლისი, 2018 11:38

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ბატიაშვილი წარადგინა. 

მიხეილ ბატიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორია, ამავდროულად კი უნივერსიტეტის 27%-ს ფლობს. გარდა უნივერსიტეტისა, ბატიაშვილი ფლობს წილს შპს წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში.

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, მას ინტერესთა შეუთავსებლობის გამო, წილის გასხვისება მიუწევს. 

უფრო კონკრეტულად, საუბარია ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ფლობდნენ აქციებს ან კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

„ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება ამ ორი საწარმოს კონტროლი. შესაბამისად, მას არ აქვს უფლება, რომ ამ ტიპის საწარმოში ფლობდეს კაპიტალს, თავად ან ოჯახის წევრი. აქ უკვე წილის მართვის უფლების გადაცემაზე აღარ არის საუბარი, წილების გასხვისება არის საჭირო, რათა ინტერესთა შეუთავსებლობა არ იყოს“,- უთხრა „ლიბერალს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ უფროსმა ანალიტიკოსმა, გიორგი ნასრაშვილმა. 

განათლების მინისტრობის კანდიდატი კერძო სკოლისა და უნივერსიტეტის თანამფლობელია

მიხეილ ბატიაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე-17 მინისტრი იქნება, რომელიც განათლების სამინისტროს უხელმძღვენელებს. 

ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნული თანამდებობა 2017 წლის ნოემბრიდან დაიკავა.

ვის ეკავა ყველაზე ხანგრძლივად და ყველაზე მცირე ხნით განათლების მინისტრის პოსტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^