Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შახტში დაშავებულ ორ მეშახტეს ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის ოპერაციებს ჩაუტარებენ

17 ივლისი, 2018 16:54

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული ოთხი მეშახტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. მათ ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის კანის გადანერგვის ოპერაციებს ხვალ და ზეგ ჩაუტარებენ. როგორც ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მსუბუქად დაშავებული მეშახტეების მდგომარეობა უკეთესია და მათ კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაწერენ.

„რაც შეეხება ორ მძიმე პაციენტს, რომლებიც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არიან მოთავსებულები, მათი მდგომარეობა ასევე მძიმედ რჩება. ახლა გადაწყდა, რომ ხვალ ერთ პაციენტს კიდურებზე კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება, ორივე მტევანზე ფუნქციის შენარჩუნების მიზნით, ხოლო მეორე პაციენტისთვის იგივე ოპერაცია ზეგისთვის არის დაგეგმილი“,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

NGO-ები საგამოძიებო კომისიისა და ტყიბულის ალტერნატიული განვითარების გეგმის შექმნას მოითხოვენ

დღეს დაშავებული მეშახტეები ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოინახულა. როგორც მან ცენტრის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დამწვრობის დიდი ფართობის გამო ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათთან გართულებებია მოსალოდნელი.

„მათთან მოსალოდნელია გართულებები დამწვრობის დიდი ფართობის გამო. თუმცა რაიმე განსაკუთრებული გართულება ჯერ არ გვაქვს. ექიმები ამზადებენ მათ გეგმური ოპერაციების და გეგმური ქირურგიული ჩარევებისთვის. მათ სრული მკურნალობა უტარდებათ და გუნდი, რომელიც ჩართულია ამ მკურნალობაში, მაღალი კვალიფიკაციისაა",- განაცხადა მინისტრმა.

16 ივლისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ქალაქი, რომელიც გლოვით დაიღალა

კობახიძე შრომით უსაფრთხოებაზე: სამთავრობო ხელმძღვანელობას ხისტი პოზიცია ჰქონდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^