„ჯერ მოგვიგზავნეს მიმტანი, შემდეგ მენეჯერი, შემდეგ დაცვა, შემდეგ დაცვის უფროსები თხოვნით, რომ მაგიდიდან აგვეღო აქციიდან წამოღებული პუტინის ტრანსპარანტი“, - წერს Facebook-ზე 7 აგვისტოს საქართველოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარე რესტორან „მაჭახელაშია“ გადაღებული.
„მაჭახელა“ ბოდიშს იხდის და გუშინდელ ინციდენტში მონაწილე თანამშრომლებს ათავისუფლებს
აქციის მონაწილე „ლიბერალთან“ ამბობს, რომ რესტორნის თანამშრომლების თხოვნის მიუხედავად, პლაკატი არ აუღიათ მაგიდიდან.
„არგუმენტი არ ჰქონდათ. ყველა თანამშრომელი ამბობდა, რომ იმავე აზრზე იყო, თუმცა თვითონ ობიექტი კერძო საკუთრებაა და შესაძლოა, ვინმეს არ ესიამოვნოს. კონკრეტულად, რუს ტურისტებს“, - განაცხადა ვიდეოს ავტორმა „ლიბერალთან“
„მიზეზი არის შემდეგი: მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი, იქნებ ვინმე რუსი „პატრიოტი" შემოვიდეს... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მაგიდასთან მოვიდნენ იქ მსხდომი რუსი ტურისტები და ოდნავ დარცხვენით გვითხრეს, რომ რუსეთიდან არიან და მათაც არ უყვართ პუტინი. სამწუხაროდ, მართლაც ოკუპირებული გვაქვს მენტალიტეტი გაცილებით მეტი პროცენტით, ვიდრე ტერიტორიები... პრობლემა ჩვენშია ძალიან დიდი.
p.s პროფესიული რჩევაც მივეცით, რომ გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ ეს საქციელი, ვიდრე რამდენიმე „პატრიოტი" რუსი სტუმრის წყენინება“.