Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატები პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავენ

08 აგვისტო, 2018 12:22

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატები ხვალ საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ. 

ადვოკატების თქმით, განცხადებაში საქმის სასამართლო განხილვებთან დაკავშირებულ დარღვევებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია მსჯავრდებულის პიროვნებაზე, მის მიერ გავლილ გზაზე, რაც განცხადების ავტორთა აზრით, მისცემს საფუძველს და რწმენას პრეზიდენტს, თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე. 

„ბატონო პრეზიდენტო, მოცემულ ვითარებაში, მხოლოდ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გაათავისუფლოთ უკანონო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული, რომლის საკანში ყოფნის თითოეული დღე, თითოეული საათი და წუთი, ჩვენი ღრმა რწმენით, ქართული დემოკრატიისთვის დარტყმას წარმოადგენს. ასეთივე განწყობაა ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში. სხვაგვარად ვერც იქნება, ვინაიდან გიორგი მამალაძე დღეს სამართლის უზენაესობის პრინციპების საპირისპიროდ იხდის სასჯელს - იმისთვის, რაც მას არ ჩაუდენია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, ხოლო თქვენ იამაყებთ იმით, რომ უსამართლოდ დაჩაგრული და გაწირული საქართველოს მოქალაქე შეიწყალეთ, განარიდეთ რა უსამართლო სასჯელს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

„ავხსნი იმ გარემოებებს, რისი მსხვერპლიც ვარ", - მამალაძე აპირებს, პრეზიდენტს წერილით მიმართოს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^