Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთი აშშ-დან იმპორტირებულ მანქანებსა და ალკოჰოლზე საბაჟო ტარიფს აორმაგებს

15 აგვისტო, 2018 12:13

თურქეთი აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტზე საბაჟო ტარიფს აძვირებს. ახალი ტარიფები შეეხება ისეთ პროდუქციას, როგორებიცაა მანქანები, ალკოჰოლი და თამბაქო. ამ გადაწყვეტილებას თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქთაი twitter-ზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის თურქეთის პასუხი „რადგან აშშ-მა თურქეთის ეკონომიკაზე შეტევა განახორციელა“. 

თურქეთმა გააორმაგა ტარიფები აშშ-დან იმპორტირებულ მანქანებზე 120%-ით, ალკოჰოლზე - 140%-ით. ტარიფის გაძვირება შეეხება ისეთ პროდუქციას, როგორიცაა: ხილი, ქვანახშირი,  ბრინჯი და ქაღალდი. 

______________________________

გუშინ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას ბოიკოტს გამოუცხადებს. 

„თუ მათ iPhone აქვთ, სხვებს აქვთ Samsung-იც, ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, კიდევ არის Venus და Vestel“, - განაცხადა ერდოღანმა ამერიკული ელექტრონული პროდუქციის ბოიკოტის შესახებ.

„თუ მათ iPhone აქვთ, სხვებს აქვთ Samsung“ - თურქეთი ამერიკულ პროდუქციას ბოიკოტს გამოუცხადებს

ერდოღანმა ასევე გააფრთხილა თეთრი სახლი, რომ ყველას, ვინც მის ქვეყანასთან ეკონომიკურ ომს დაიწყებს, საფასურის გადახდა მოუწევს და ვაშინგტონის მოქმედებებს „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა.

თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებამ გაამწვავა. 

ანკარა მას  ჯაშუშობასა და 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეულ ოპოზიციონერ  ფეტულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს.

ბრანსონის დაკავების პასუხად დონალდ ტრამმა გააორმაგა ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე, რამაც ლირის სწრაფი გაუფასურება გამოიწვია. 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა პარასკევს მოსახლეობას მოუწოდა, რომ დოლარი და ოქრო გაყიდონ და ლირა იყიდონ. მიმართვის დროს ერდოღანმა ასევე განაცხადა: „მათ აქვთ თავიანთი დოლარი, ჩვენ კი - ალაჰი“.

როგორც BBC წერს, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამართლებრივი მოქმედებები დაიწყება სოციალური მედიის 346 მომხმარებელთან, რომლებიც, მათი თქმით, წერდნენ ლირის გაუფასურებაზე „პროვოკაციული გზებით“.

ლირის გაუფასურებაზე პოსტების გამო, 346 მომხმარებლის მიმართ თურქეთმა გამოძიება დაიწყო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^