Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

19 აგვისტო, 2018 11:48

შსს-ს განცხადებით, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გარყვნილ ქმედებასაც ედავება.

გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. Facebook-ით გაიცნო. მოგვიანებით, მათი მიმოწერის გოგოს მშობლებისთვის ჩვენების მუქარით არასრულწლოვანი ინტიმური ფოტოებისა და ვიდეომასალის გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა, შემდეგ კი აშანტაჟებდა. ამის შემდეგ გოგომ თავი მოიკლა.

1996 წელს დაბადებული მ.თ. თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ოზურგეთში გუშინ დააკავეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^