Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზმაუ თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

03 სექტემბერი, 2018 12:27

საზოგადეობრივი მაუწყებელი თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშა ნათქვამია, ახალი სეზონის ეფექტიანად განხორციელებისთვის მაუწყებლის მენეჯმენტმა დაგეგმა თანამშრომელთა აღრიცხვიანობის, სამუშაო გრაფიკის და სისტემის მოწესრიგება, რაც როგორც მენეჯმენტში ამბობენ, წლების განმავლობაში სრულად მოშლილი იყო.

„აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში აღრიცხვიანობის სისტემა იყო მოშლილი და ფაქტობრივად, აღრიცხვა არ ხორციელდებოდა, რაც აისახა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, სადაც რეკომენდაციის სახით წარმოდგენილი იყო თანამშრომელთა დასწრება – აღრიცხვის, ე.წ. ტურნიკეტის სისტემის დანერგვის აუცილებლობა.

2018 წლის მაისში დასრულდა შენობაში დაშვება-კონტროლის სისტემის მოწყობილობების მონტაჟისა და გამართვის სამუშაოები, რის შესახებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული.

სისტემის ამოქმედების შემდეგ გამოვლინდა, რომ მთელ რიგ სტრუქტურულ ერთეულებში არათანაბრად არის გადანაწილებული დატვირთვა ან არსებული დატვირთვა არასწორად არის ასახული სამუშაო რეჟიმებზე. გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან სამსახურში დასწრება არის უაღრესად დაბალი, ნაწილს კი უფიქსირდება მოკლე დროის მონაკვეთით გამოცხადება, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, რისი დამადასტურებელი მონაცემებიც არსებობს. ამავდროულად, რიგ თანამშრომლებს მოთხოვნილ სამუშაო რეჟიმზე მნიშვნელოვნად გადაჭარბებული სამუშაო საათები აქვთ დაგროვებული, "- ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავცელებულ განცხადებაში. 

საზმაუს მენეჯმენტში ამბობენ, რომ მაუწყებლის ახალი სეზონის (2018/2019) გადაცემების დაგეგმვა განხორციელდა შესაბამისი სამუშაო ძალების განსაზღვრასთან ერთად – ეთერს ინარჩუნებს ყველა არსებული გადაცემა და იგეგმება რამდენიმე მასშტაბური პროექტი.

„შესაბამისად, განისაზღვრა ის ადამიანური რესურსი, რომელიც საჭიროა ამ გადაცემების შესაქმნელად. განხორციელდა კონკრეტულ გადაცემებსა და პროექტებზე მომუშავე ჯგუფების სრული კომპლექტაცია, თანამშრომელთა სამუშაო დატვირთვის რეჟიმები და ცვლები.

ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია თანამშრომლთა იმ რაოდენობის შესახებ, რომლებსაც თითქოს შეუცვალეს ხელშეკრულების პირობები, რეალურად, ეს რიცხვი გაჟღერებული რაოდენობის ნახევარსაც არ შეადგენს. საუბარია 70-მდე კადრისთვის ხელშეკრულების პირობების ცვლილების შეთავაზებაზე, რომელთა გაფრთხილებაც კანონის შესაბამისად, დროულად განხორციელდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, დანარჩენებს კი მაუწყებელმა შესთავაზა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება.

თანამშრომლებისთვის მომზადდა შეთავაზება, რომელიც გულისხმობს:

– შრომის ანაზღაურებას ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად;

– ანაზღაურება განხორციელდება გადასაღები დღეების (არა საათის) გაანგარიშებით;

– სამუშაოს შესრულება განხორციელდება დავალების შესაბამისად, ხოლო დავალება ფორმირდება საწარმოო პროცესებზე, გადაცემების მოცულობაზე და სირთულეზე, ასევე მიმდინარე პროექტებსა და დატვირთვის მოცულობაზე;

– სამუშაო რეჟიმის და შესაბამისი ანაზღაურების სისტემის გარდა, შრომითი ხელშეკრულებების სხვა პირობები რჩება უცვლელი, "- ნათქვამია განცხადებაში. 

დღეს 13: საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან  საპროტესტო აქცია გაიმართება. 

მაუწყებლის პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ტელევიზიის 150-მდე თანამშრომელმა მიმდინარე კვირას ადმინისტრაციისგან შეთავაზება მიიღო. შეთავაზების მიხედვით, იცვლება დასაქმებულების სამუშაო რეჟიმი და კონკრეტულ პოზიციებზე ამ პირებისთვის შრომის ანაზღაურების ფორმა.

სოლიდარობა მაუწყებლის თანამშრომლებს! - აქცია დღეს ტელევიზიის წინ გაიმართება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^