Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა

06 სექტემბერი, 2018 19:13

მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ დღეს, 6 სექტემბერს, წინასასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას რადიო „მარნეული“ ავრცელებს. 

მათივე ცნობით, აბაზოვს ბრალი 157-ე პრიმა პირველი და მეორე მუხლებით დაუმძიმდა, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას. თემურ აბაზოვი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით 13 ივნისს დააკავეს. 14 ივნისს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა.

როგორც აბაზოვის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, აბაზოვის მიმართ წარდგენილი ბრალდებები დაუსაბუთებელია და მხოლოდ ერთი პირის ჩვენებებს ეყრდნობა.

„ერთადერთი დაზარალებული პირის ჩვენება არის საფუძველი და სახელმძღვანელო პრინციპი ბრალდების მხარისთვის. სხვა მტკიცებულება, პირდაპირი მტკიცებულება თუ გნებავთ ირიბი მტკიცებულება, მოწმე რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს საქმეში არ არსებობს" - აცხადებს რადიო „მარნეულის“ ცნობით, გაგი მოსიაშვილი

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს

პროკურატურა: მარნეულის მერმა მოქალაქეს სახეში შეაფურთხა, აიძულა შარდით მოებანა სახე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^