Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან გოგიჩაიშვილი: ვფიქრობ, ანომალიაა, როცა დედაქალაქი არ არის საპარლამენტო ადგილი

21 სექტემბერი, 2018 21:22

„ვფიქრობ, ანომალიაა, როცა დედაქალაქი არ არის საპარლამენტო ადგილი“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

მისი განმარტებით, მთავარია ქუთაისში განვითარდეს ეკონომიკა და სხვა ურთიერთობები. გოგიჩაიშვილის შეფასებით, ეს გაცილებით მეტის მომტანი იქნება ამ ქალაქისთვის, ვიდრე პარლამენტი.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისში გადასვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი სპეკულაცია ამის ირგვლივ არის ჩვეულებრივი პოპულიზმი და დემაგოგია. ის, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე წლის წინ, ეს არ იყო გამოწვეული იმის გამო, რომ ქართული პარლამენტარიზმი განვითარებულიყო ან ქუთაისს რაღაც განსაკუთრებული ფუნქცია შეძენოდა. ეს ერთადერთი რამის გამო გააკეთეს, მათ ეშინოდათ აქციების, მოსახლეობის პროტესტის და ამით იყო ეს განპირობებული“,- განაცხადა დეპუტატმა. 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა და 2019 წლიდან პარლამენტი სრულად გადავა თბილისში. 

ჩუგოშვილი: პარლამენტი თბილისში გადმოვა, შენობა ერთგვარი საპოლიციო ჰაბისთვის გამოიყენება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^