Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირს, რომელიც 17 მაისს აქციაზე გამომსვლელს თავს დაესხა, ბრალი წაუყენეს

06 ოქტომბერი, 2018 16:25

2018 წლის 17 მაისს ანტიჰომოფობიურ აქციაზე სიტყვით გამომსვლელ ნიკა გორგილაძეზე თავდამსხმელს ბრალი წაუყენეს - ამის შესახებ „ლიბერალს“ პროკურატურაში განუცხადეს. 

პროკურატურის ინფორმაციით, თავდაპირველად თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურში გამოძიება ძალადობის (126-ე მუხლის 1 ნაწილით) იყო დაწყებული, შემდგომ კი აღნიშნულ საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და ს.კ-.ს ბრალი წაუყენეს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით). 

აღნიშნული მუხლით გათვალიწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

არასრულწლოვან ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა. 


„სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!“, - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილე ნიკა გორგილაძეს 15 წლის არასრულწლოვანი თავს დაესხა. ის ადგილზევე დააკავეს და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მაისს განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქმეს ძალიან სწრაფად გამოიძიებენ: „გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის მოტივის დადგენა და ძალიან სწრაფად იქნება ეს საქმე გამოძიებული". 

პირს, რომელიც 17 მაისს აქციაზე გამომსვლელს თავს დაესხა, ბრალი არ წაყენებია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 თებერვალი
20 თებერვალი

ქართულ მხარეს სურს, იუნესკომ ქართული ტოლ ...

​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს გენერალურ მდივანს ოდრი აზულს შეხვდა. ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

„ქართული მარში" აცხადებს, რომ ის ფიზიკურ ...

„ქართული მარში" აცხადებს, რომ ის ფიზიკურად არ დაუშვებს, გეი ფესტივალის, გეი აღლუმის ჩატარებას", - ა ...
19 თებერვალი
19 თებერვალი

პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ ...

78 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, &bdquo ...
^