Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვასმედია“: დაგიბრუნდებით კვირას. არაკეთილმოსურნეებს გთხოვთ, გააგრძელოთ ნერვიულობა

08 ოქტომბერი, 2018 13:49

„ძვირფასო ვასმედიას მაყურებლებო, ვასიკო ოდიშვილი განახლებული დეკორაციით დაგიბრუნდებათ კვირას, 14 ოქტომბერს ჩვეულ დროსა და ჩვეულ ადგილას. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ! არაკეთილმოსურნეებს, გთხოვთ, გააგრძელოთ ნერვიულობა", - ამის შესახებ ინფორმაციას „ვასმედიის" ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ „ლიბერალთან" საუბრისას რამდენიმე საათის წინ გადაცემის პროდიუსერმა, გვანცა გორდეზიანმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, გადაცემა შეცვლილი ფორმატით რამდენიმე კვირაში დაბრუნდებოდა. 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

ვასიკო ოდიშვილის სატირულ-იუმორისტული შოუ „ვასმედია", რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყოველ კვირა დღეს  გადიოდა, გუშინ ეთერში აღარ გასულა.

„ლიბერალი" დაუკავშირდა გადაცემის ერთ-ერთ პროდიუსერს, გვანცა გორდეზიანს, რომელმაც თქვა, რომ გადაცემა ეთერში ფორმატთან დაკავშირებული ცვლილებების გამო არ გავიდა.

„გადაცემა შეიცვლის ფორმატს. ცვლილებების დასრულებამდე გადაცემა ეთერში აღარ  გავა", - ამბობს გვანცა გორდეზიანი. 

შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილება 30 სექტემებრს გასულ გადაცემას, რომელშიც წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეზე იხუმრა, გორდეზიანმა გვიპასუხა, რომ ფორმატის ცვლილება ამ გადაცემასთან კავშირში არ არის. 

„ლიბერალის" წყაროს ინფორმაციით, გადაცემის შეჩერება, სავარაუდოდ, კავშირშია 30 სექტემბერს გასული გადაცემის შინაარსთან. 

საგულისხმოა, რომ  პირველი გადაცემა გავიდა 16 სექტემბერს და 7 ოქტომბერს გასასვლელი გადაცემის პრომოც გადიოდა ეთერში და განთავსებული იყო გადაცემის ფეისბუქგვერდზე. 

„ლიბერალი" ცდილობდა, გადაცემის წამყვანთან დაკავშირებას, ასევე გადაცემის მეორე პროდიუსერთან, ირაკლი ხრიკაძესთან. ირაკლი ხრიკაძე ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს. 

30 სექტემბერს გასულ გადაცემაში ვასიკო ოდიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააშარჟა. 

გადაცემის დახურვის შესახებ შეკითხვა დღეს კობახიძეს ბრიფინგზეც დაუსვეს. კობახიძის თქმით, მას ამ გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. „არა მგონია, რაიმე გადაცემა დახურულიყო, არანაირი ინფორმაცია გადაცემის დახურვაზე არ მაქვს."- კობახიძე. 

ირაკლი კობახიძეზე ხუმრობის შემდეგ ვასიკო ოდიშვილის შოუ ტვ „იმედზე" შეჩერდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 დეკემბერი
13 დეკემბერი

თელავის მერია: ინაუგურაციის გამო 14-16 დ ...

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ ...
13 დეკემბერი
13 დეკემბერი

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინა ...

საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ...
13 დეკემბერი
13 დეკემბერი

თბილისში ირანელი ბიზნესმენები არ შემოუშვ ...

ხვალ, 14 დეკემბერს ორგანიზაციის „ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში" დაგეგმილი კონფერენცია ჩაიშალა. ...
^