Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაგრძელდება თუ არა სასტუმროს მშენებლობა ყიფიანის ქუჩაზე

23 ოქტომბერი, 2018 17:49

ყიფიანის ქუჩაზე (იქ, სადაც კლდე ჩამოიშალა რამდენიმე თვის წინ) სასტუმროს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით გუშინ მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა მერის მოადგილის, ილია ელოშვილის მონაწილეობით გაიმართა. ესწრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები.  

რა განიხილეს შეხვედრაზე და განახლდება თუ არა შეჩერებული მშენებლობა ყიფიანის ქუჩაზე ? ამ კითხვით „ლიბერალმა" მერიის სამსახურის მიმართა. 

მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით  „შპს „ჯდჯ პალასი" აწარმოებდა სასტუმროს მშენებლობას. პროცესის დროს ჩამოინგრა ფერდი (კლდის ნაწილი). აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დამკვეთი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით (დადგენილება N 000097), ასევე, შეჩერდა მშენებლობა N 132 31.05. 2018 წ. დადგენილებით და დამკვეთს დაევალა ახალი გეოლოგიური კვლევის ჩატარება, კონსტრუქციული ნახაზებისა და შეფასების მომზადება. მომიჯნავე კორპუსის მცხოვრებთა მიერ ჩაერთო პროცესში კონსტრუქტორი. დღეის მდგომარეობით აშენდა კარკასი საყრდენი კედლით. განმეორებითი ექსპერტიზა ( სამი ექსპერტიზა ჩატარდა, მათ შორის მომჩივნების) ადასტურებს, რომ განხორციელებული სამუშაოები უზრუნველყოფს მდგრადობას. ასევე, დაიდო რეკომენდაცია, რომ დარჩენილ კლდის მასივზე მოხდეს ტორკეტ ბეტონით გამაგრება. ამჟამად მიმდინარეობს რეკომენდაციებით გათვალისწინებული სამუშაოები. რის შემდგომაც შესაძლებელი იქნება უკვე არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის განხორციელება." - ნათქვამია მერიიდან მიღებულ წერილში. 

„ლიბერალი“ კომპანიის წარმომადგენელსაც ესაუბრა. მათი თქმით, შეხვედრაზე სასტუმროს მშენებელი კომპანიის მიერ ხელახლა დაქირავებული კონსტრუქტორ-გეოლოგებისა და მოსახლეობის მიერ მიწვეული ექსპერტის დასკვნები განიხილეს. 

მათი თქმით, მერიისგან  მიიღეს მითითებები კლდის გასამაგრებლად და 15 ნოემბრამდე დასრულდება გამაგრებით სამუშაოები. 

მამა დავითის მთაზე სასტუმროს მშენებლობას კლდის ჩამოშლა მოჰყვა. შემთხვევა 2018 წლის მაისში მოხდა. 

მშენებლობის ნებართვის მიხედვით, 60-ნომრიანი სასტუმროს პროექტი ხორციელდა. კომპანიის მეპატრონეები ძმები ბეჟან და ბიძინა წაქაძეები არიან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ +“-ის დირექტორმა,ბიძინა წაქაძემ 2016 წლის 3 აგვისტოს „ართულ ოცნებას“ - 60,000 ლარი შესწირა.

ფოტო ► რა შენდება ყიფიანის ქუჩაზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^