Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► რა შენდება ყიფიანის ქუჩაზე

31 მაისი, 2018 17:37

ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასთან დღეს დილით კლდე ჩამოიშალა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. მშენებლობაზე ნებართვა მერიამ 2017 წლის აგვისტოში გასცა. 

მშენებლობის დამკვეთია შპს „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი“. 

„წარმოდგენილი სასტუმროს პროექტში განთავსებულია 51 ნომერი და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო დამხმარე ფართები.  ისტორიული კვლევის გათვალისწინებით,  მისი არქიტექტურულ- მხატვრული იერსახე მაქსიმალურადაა მორგებული არსებულ ლანდშაფტს და არქიტექტურულ გარემოს“, - წერია პორექტის განმარტებით ბარათში. 

პროექტის არქიტექტურულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ყიფიანის ქუჩა თბილისის ცენტრში, იმ მიკროუბანში მდებარეობს, რომელიც მთაწმინდის ძირში, მთაწმინდის უბანსა და ვერის უბნებს შორის არსებულ გადასასვლელ გზაზე გაშენდა. ეს უბანი ქალაქის ისტორიული ნაწილის მკაცრი დაცვის ზონის ფარგლებშია მოქცეული.

პროექტს თან ერთვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის საექსპერტო დასკვნა, რომელშიც ექსპერტი წერს, რომ ცალკეული შენიშვნები გაითვალისწინა კომპანიამ და  წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება, საფუძვლად დაედოს აღნიშნული პროექტის შემდგომ წარმოებას.

ნატა ფერაძე ამბობს, რომ ეს ის ადგილია, სადაც აქტივისტებმა ორი თვის წინ მშენებლობა გააპროტესტეს. მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მშენებლობის გეოლოგიური დასკვნა სადავო იყო და რომ მარტში ორგანიზატორებმა მერიას განცხადებით მიმართეს და მთაწმინდის ქედზე მიმდინარე მშენებლობების შეჩერება მოითხოვეს.

 „მთაწმინდის ქედის გადასარჩენად“ - საპროტესტო აქცია ჭონქაძის ქუჩაზე

აქცია სახელწოდებით, „მთაწმინდის ქედის გადასარჩენად" ოთხ მარტს გაიმართა მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 


    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^