Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მთაწმინდის ქედის გადასარჩენად“ - საპროტესტო აქცია ჭონქაძის ქუჩაზე

04 მარტი 2018

„მთაწმინდის ქედის გადასარჩენად“ - დღეს თბილისში, დანიელ ჭონქაძის ქუჩაზე მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ შეჩერდეს მთაწმინდის ქედის ჭრა, როგორც ჟვანიას ქუჩაზე, ასევე ჭონქაძის ქუჩაზე

„კახა კალაძე განცხადებით რომ გამოდის და ამბობს, რომ არ არის ნებართვები დარღვეული, კალაძე არ ტყუის და ეს არის მთელი უბედურება - ყველა კანონით ეს არის დაშვებული, თუმცა აქ უნდა გადაიხედოს ორი საკითხი: კანონის მართებულობა და ამ არამართებულ კანონზე ვინ გასცემს ლიცენზიებს“, - ამბობს ნატა ფერაძე

აქციის ორგანიზატორები თბილისის მერს მიმართავენ, რომ ისინი მზად არიან შეხვედრისა და თანამშრომლობისთვის

„კარგად გვესმის, რომ ნებართვები უკვე გაცემულია და შესაბამისად თქვენთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესი გართულებულია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ რომ დედაქალაქის მოსახლეობის მიერ არჩეულმა მერმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ დღეს მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეჩერდეს დედაქალაქის ნგრევა და სარეკრეაციო ზონების განადგურება, არ შევეგუებით მოქალაქეების სიცოცხლისათვის საშიში მრავალსართულიანი კორპუსების აშენებას. მოგიწოდებთ თქვენც, ბატონო კახა, ჩაერთოთ თბილისის გადარჩენის ბოლო შესაძლებლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ქალაქს. ჩვენი აქციები გაგრძელდება პრობლემის მოგვარებამდე. მზად ვართ შეხვედრებისათვის და თანამშრომლობისათვის, რომ მომავალ თაობებს შევუნარჩონოთ დედაქალაქის ჯერ კიდევ შემორჩენილი იერსახე“, - აცხადებენ ორგანიზატორები. 

მთაწმინდის ქედის გადასარჩენად - საშიშია თუ არა ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გეოფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი, სეისმოლოგი ნინო წერეთელი ამბობს, რომ მოქმედი სამშენებლო ნორმები ეფუძნება არასწორად შეფასებული სეისმური საშიშროების რუკას.

„სეიმური საშიშროების შეფასება ხდება ორი პარამეტრის მიხედვით: მაკროსეისმური ინტენსივობით - ბალებით და ნიადაგის მოძრაობის მაქსიმალური აჩქარებით. ეს უკანასკნელი უმნიშვნელოვანესი ფიზიკური პარამეტრია ინჟინრებისთვის, რადგან შენობა-ნაგებობების დაპროექტება  სწორედ მის მიხედვით ხდება. გაირკვა, რომ ზუსტად ეს პარამეტრი - ნიადაგის მოძრაობის მაქსიმალური აჩქარების მნიშვნელობები მოსალოდნელ მნიშვნელობებზე საგრძნობლად დაბალია. შესაბამისად, დაბალ მნიშვნელობაზე დაპროექტებული შენობა ვერ იქნება სათანადოდ სეისმომედეგი. აუცილებელია ახალი სეისმური საშიშროების რუკის მიღება, რაზეც გეოფიზიკის ინსტიტუტი 2013 წლიდან უშედეგოდ საუბრობს“, - განაცხადა ნინო წერეთელმა.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^