Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ივანიშვილი: ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია

23 ოქტომბერი, 2018 23:00

„ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია" - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განცხადა. 

მან ჟურნალისტებს შეუბრუნა შეკითხვა, თუ რატომ უნდა დასჯილიყო ყოფილი მთავარი პროკურორი ფარცხალაძე და აღნიშნა, რომ მათ შეკითხვაში ჩანს რიტორიკა, რომ ფარცხალაძე დასასჯელია. 

„არ გაქვთ საფუძველი, რომ კაცი დაისაჯოს და დასჯას ითხოვთ", - თქვა ივანიშვილმა. 

„ფარცხალაძე რომ დანიშნეთ პროკურორად, ბოტასის ქურდობისთვის იყო ნასამართლევი ევროპაში. ფაქტია ხომ? მისი პროკურორობის დროს გამოიყვანეს ვანო მერაბიშვილი ციხიდან. ესეც, როგორც დადგენილი ფაქტი, მოყვანილია სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენ ვნახეთ ვიდეოები, რომ მან სცემა სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს. არცერთ ამ ფაქტზე არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და პასუხისგებაში არ არის მიცემული", - უთხრა მას  „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ. 

„ომეგა ჯგუფისა“ და „იბერიის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის თქმით, ბიზნესში პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილი მას 4 მილიონ ლარს სთხოვდა. ფულის გამოძალვის პროცესში, მისივე თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ექსმინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, სცემა და ღირსების შელახვით ემუქრებოდა. 

http://ჩუგოშვილი ფარცხალაძეზე: მისი გვარი საკმაოდ პრობლემური თემების გარშემო ჩნდება

როგორც ადვოკატი განცხადებაში აღნიშნავს, ფარცხალაძეს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^