Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხატია ბუნიათაშვილს მადლობა ხუმრობით გადაუხადა

17 ნოემბერი, 2018 16:32

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თქმით, პიანისტ ხატია ბუნიათაშვილისადმი სამადლობელო პოსტი ხუმრობა იყო. მისი თქმით, ხატიამ თავად „გამოაკრა 48“, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატმა იხუმრა.

„ხატია ბუნიათიშვილის სურათზე იყო, რაც თქვენგან ძალიან შორს არის - ხუმრობა. იმიტომ, რომ თვითონ გამოაკრა 48. ძალიან კარგად ვიცი, ვისი მომხრე არის და ვისი არ არის. ამავე დროს, გერმანულადაც ვკითხულობ, თქვენ - არა. მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?“ - მიმართა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა გუშინ ტელეკომპანია ARTE-ს დოკუმენტური ფილმის „48 საათი საქართველოში“ პოსტერი გამოაქვეყნა და დაწერა „მადლობა ხატიას“. ფილმში წინანდლის მუსიკალური ფესტივალისთვის პიანისტის მზადებაა ასახული. პოსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ნახევარ საათში ზურაბიშვილმა თავისი პირადი გვერდიდან სამადლობელო პოსტი წაშალა.

სალომე ზურაბიშვილმა FACEBOOK-დან წაშალა ხატია ბუნიათიშვილისადმი მიძღვნილი სამადლობელი პოსტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^