სალომე ზურაბიშვილმა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილისადმი მიძღვნილი სამადლობელი პოსტი Facebook-გამოქვეყნებიდან დაახლოებით 40 წუთში წაშალა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია ARTE-ს დოკუმენტური ფილმის „48 საათი საქართველოში“ პოსტერი გამოაქვეყნა და დაწერა „მადლობა ხატიას“. ფილმში წინანდლის მუსიკალური ფესტივალისთვის პიანისტის მზადებაა ასახული. ფილმის სატელევიზიო პრემიერა 14 ოქტომბერს შედგა.
კვაჭანტირაძის განცხადებით, ზურაბიშვილის პოსტი ბუნიათიშვილზე სარკაზმი იყო
ზურაბიშვილს პოსტის გამო Facebook-ის მომხმარებელთა ნაწილი აკრიტიკებდა „ფილმის სათაურის საკუთარ მხარდაჭერად გასაღებაში“. „ლიბერალი“ ცდილობს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურთან დაკავშირებას.