„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის Facebook-პოსტი ხატია ბუნიათიშვილზე სარკაზმი იყო.
„ვისაც მართლა გჯერათ, რომ ბუნიათიშვილის პოსტერზე მიწერილი მადლობა სერიოზულად იყო მიწერილი და არ იყო სარკაზმი - ვაი, ვაი, ვაი, მაგრად გაგჭირვებიათ“, - აცხადებს კვაჭანტირაძე.
სალომე ზურაბიშვილმა FACEBOOK-დან წაშალა ხატია ბუნიათიშვილისადმი მიძღვნილი სამადლობელი პოსტი
სალომე ზურაბიშვილმა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილისადმი მიძღვნილი სამადლობელი პოსტი Facebook-გამოქვეყნებიდან დაახლოებით 40 წუთში წაშალა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია ARTE-ს დოკუმენტური ფილმის „48 საათი საქართველოში“ პოსტერი გამოაქვეყნა და დაწერა „მადლობა ხატიას“. ფილმში წინანდლის მუსიკალური ფესტივალისთვის პიანისტის მზადებაა ასახული. ფილმის სატელევიზიო პრემიერა 14 ოქტომბერს შედგა.
ზურაბიშვილს პოსტის გამო Facebook-ის მომხმარებელთა ნაწილი აკრიტიკებდა „ფილმის სათაურის საკუთარ მხარდაჭერად გასაღებაში“. „ლიბერალი“ ცდილობს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურთან დაკავშირებას.