Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეს ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვაა, ფაქტობრივად, ჩვენს ხმას ყიდულობენ - ლევან ნატროშვილი

19 ნოემბერი, 2018 14:01

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ დღეს დაანონსებული ინიციატივა, ვალების ჩამოწერის შესახებ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. 

600 ათასი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება ახალ წელს - ბახტაძე

ლევან ნატროშვილის თქმით, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, ვინ არის ფონდ „ქართუს“ მფლობელი და მას აქვს საარჩევნო ინტერესები, ეს ინიციატივა არჩევნების მეორე ტურიდან ერთი კვირით ადრე ამომრჩევლის მოსყიდვაა და კანონმდებლობა კრძალავს. 

„ზოგადად, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს ვინმე, თუმცა ამას აქვს თავისი ფორმები და კანონი არ უნდა დაირღვეს.

ჩვენი კანონმდებლობით რეგულირდება ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხი და წერია, რომ საარჩევნო მიზნით რაიმე სიკეთის გადაცემა ან სიკეთის დაპირება არის აკრძალული, ითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად. გამონაკლისი არის დაშვებული ბიუჯეტის განაწილებაზე, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან რაიმე კონკრეტული პროგრამის განხორციელება თუ მოხდება, ეს არ ითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვხედავთ, რომ კერძო ფონდი „ქართუ“ განახორციელებს ამ პროექტს და დაუფარავს ბანკის დავალიანებას დაახლოებით 600 ათას ადამიანს. იმის გათვალისწინებით, რომ მისი მფლობელი ყველამ იცის, ვინც არის და ბიძინა ივანიშვილს აქვს საარჩევნო მიზნები, იკვეთება, სწორედ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები. წინ არის არჩევნების მეორე ტური და პერიოდიც ისეა შერჩეული  და ისე გახმაურდა ეს ინიციატივა, რომ აშკარაა საარჩევნო მიზანი. 

ზოგადად, ცუდია, რომ ასეთი ტიპის მეთოდებით ცდილობენ ამორჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას და მათი ხმების ყიდვას ემსგავსება რეალურად. ფაქტობრივად, ჩვენს ხმას ყიდულობენ, ასე გამოდის და არჩევნების კონკურენტუნარიანობას სერიოზული ზიანი ადგება. ყველა ქვეყანაში მიღებულია, რომ დიდ ფულს არ უნდა შეეძლოს ამომრჩევლის ყიდვა და ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ეს გარკვეულ რეგულაციაში უნდა მოექცეს. როცა ასეთი ინიციატივაა, ეს პრინციპები ირღვევა," - ამბობს ლევან ნატროშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^