Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

19 ნოემბერი, 2018 15:57

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  „რუსთავი 2-ის“ ეთერში ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო. 

„შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო 
სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. 
შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობება“,- აცხადებენ შსს-ში. 

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ამის ამსახველი კადრები „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა. 

ტელეკომანიის ცნობით, ვიდეო 2017 წლის ივლისშია ჩაწერილი.

ანონიმური წყარო „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას, რომელმაც საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მძღოლს გაჩერებისკენ მოუწოდა, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემდეგ პატრული იძულებული გახდა ნაცვლიშვილს დადევნებოდა. 

„გადაჭარბებული სიჩქარე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დაუმორჩილებლობა, ავარიული ვითარების შექმნა, მანევრირების წესების დარღვევა, ალკოტესტზე შემოწმების თავის არიდება და ბოლოს გაშვება", - ამბობს „რუსთავის 2-ის“ წყარო. 

სიუჟეტი ეთერში გასვლის შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაადასტურა, რომ მანქანას არაფხიზელი მართავდა და კანონი დაარღვია. ის ბოდიშს უხდის ოჯახს და მაყურებელს.

საჭესთან ზედმეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე - ლაშა ნაცვლიშვილი ვიდეოჩანაწერს ეხმაურება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^