Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა დადებითი და უარყოფითი შედეგი შეიძლება იქონიოს ვალის განულების ინიციატივამ - ლადო პაპავა

19 ნოემბერი, 2018 17:39

პროფესორმა ლადო პაპავამ ტელეკომპანია პირველის „დღის ამბებში“ მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებულ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ ერთ წელზე ხანდაზმული, 2000 ლარამდე დავალიანება გაუნულდება.

ლადო პაპავას განმარტებით, ეკონომისტები ამ მოვლენას უწოდებენ საკრედიტო ამნისტიას, თუმცა, მისი თქმით, საქართველოს განსხვავებული სქემა აქვს არჩეული, რადგან, როგორც წესი, ამნისტიას აკეთებს მთავრობა, ანუ მთავრობა გადაიბარებს ვალებს და მერე ბიუჯეტიდან ხდება გასტუმრება.

„ჩვენთან გამოჩნდა „ქართუ ფონდი“ ანუ ერთმა კერძო სტრუქტურამ აიღო თავის თავზე ყველა ვალდებულება, რომელიც დაგროვდა სხვადასხვა ფინანსურ სტრუქტურასთან. ის გახდება უკვე ამ ვალდებულებების შემსრულებელი. რა თქმა უნდა, ესეც მსგავსია საკრედიტო ამნისტიის, თუმცა პირწმინდად საკრედიტო ამნისტია არ არის“, - განმარტავს პაპავა.

პაპავამ აღნიშნული ინიციატივის დადებით და უარყოფით ფაქტორებზეც ისაუბრა.

მისი განმარტებით, დადებითი შედეგი იქნება ის, რომ „ხალხს ტვირთი მოეხსნება, სხვა თუ არაფერი, მათ მიერ ნაშოვნი ორი კაპიკი უკვე ოჯახში წავა“.

„საფრთხე კი ისაა, რომ იქმნება პოლიტიკური თამაშის განცდა. 2020 წელს კვლევ მოდის არჩევნები, ხომ არ ავიღოთ ახალი ვალები და მერე კვლავ არ გადავიხადოთ. მმართველ პარტიას ხომ მაინც ისევ ბატონი ბიძინა ხელმძღვანელობს, რომელსაც ეკუთვნის ფონდი „ქართუ“, ეგებ, 2020 წელსაც გადაგვიხადოს,- ეს განცდა საზოგადოებაში ჩამოყალიბდება.

თან გვეჩაგრებიან ის მოქალაქეები, ვინც არის ნორმალური გადამხდელი, ვინც აიღო ეს სესხები და იხდის. გამოვიდა, რომ არ გადაეხადა და დაეგროვებინა, ახლა ჩამოაწერდნენ.“, - ამბობს პაპავა.

მისი თქმით, იმისათვის რომ „არ დაიჩაგრონ“ ეს მოქალაქეები, უმჯობესი იქნებოდა, ვისაც ვალი ჩამოეწერება, მინიმუმ 3 წლის განმავლობაში ახალი ვალის აღების შესაძლებლობა აეკრძალოს. ამგვარად, იმ გადამხდელებს, რომლებიც ფარავენ სესხს, ის უპირატესობა დარჩებათ, რომ ვალის დაფარვასთან ერთად ახალი ვალის აღების შესაძლებლობაც ექნებათ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ, ერთი მხრივ, გეჩაგრება ის ხალხი, ვინც იხდის, მეორე მხრივ, 2020 წლამდე არის ეს საფრთხე“, - ამბობს პაპავა.

600 ათასი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება ახალ წელს - ბახტაძე

ვისაც 1 წელზე ხანდაზმული, 2000 ლარამდე ვალი აქვს - ფინანსთა მინისტრი ვალის განულების კრიტერიუმზე

მაჭავარიანი: ვალის განულებისთვის თანხას სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“

მინისტრი: თუ სამომავლოდ ვინმე „შავ სიაში“ მოხვდება, არ ნიშნავს, რომ მის მაგივრად გადაიხდიან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^