Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

17 მაისის საქმეზე ბრალდებულის საქმე სასამართლომ განრიდებისთვის პროკურატურას გადასცა

06 დეკემბერი, 2018 16:03

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისს გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელზე თავდამსხმელის სასამართლო პროცესი გაიმართა. არსებითი განხილვის მოსამართლემ დღეს პირველად განიხილა აღნიშნული საკითხი. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე განრიდების მოტივით პროკურატურას გადასცა. არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დახურული იყო. 

ადვოკატმა დათუნა მოდებაძემ დარბაზის გარეთ შეკრებილ ბრალდებულის მხარდამჭერებს სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნო.

საპროცესო კანომდებლობით განრიდება ასეა განმარტებული: 

თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ჩაიდინა დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და მის მიმართ გამოიყენოს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. პროგრამის გამოყენების წინაპირობაა შემდეგი გარემოებების ერთობლიობა:

ჩადენილია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, ე.ი. ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას;

•არასრულწლოვანი არ არის ნასამართლევი;

•არასრულწლოვანს ადრე არ აქვს მონაწილეობა მიღებული განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;

•არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს;

•პროკურორის შინაგანი რწმენით და არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით არ არსებობს მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საჯარო ინტერესი.  

„სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!“, - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ დაესხა თავს 17 მაისს ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილე ნიკა გორგილაძეს 15 წლის არასრულწლოვანი.

პირს, რომელიც 17 მაისს აქციაზე გამომსვლელს თავს დაესხა, ბრალი წაუყენეს

პირს, რომელიც 17 მაისს აქციაზე გამომსვლელს თავს დაესხა, ბრალი არ წაყენებია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 თებერვალი
20 თებერვალი

სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში ანგელა მერკელს შეხვდა.  &qu ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ის წევრები ...

საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 20 თებერვალს პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ის წევრები ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

ამერიკის სავაჭრო პალატის სპეციალური განც ...

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხად ...
^