Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: მარგველაშვილი, სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას

13 დეკემბერი, 2018 12:06

შეწყალების კომისიის სხდომები არ გაიმართა, რადგან, სავარაუდოდ, პრეზიდენტი აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პრეზიდენტის მორიგი შეწყლების საკითხზე .

„მე, როგორც კომისიის წევრს, არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად, რატომ არ გაიმართება კომისიის სხდომა ან გაიმართება თუ არა, იმიტომ, რომ საბოლოოდ კატეგორიული პასუხი ამაზე არ ყოფილა. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, სავარაუდოდ, კომისიის სხდომა არ შედგება. სხდომები ამ კვირაში იყო ჩანიშნული, მაგრამ ალბათ, არ შედგა იმის გამო, რომ პრეზიდენტი, სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას", - განაცხადა ლომჯარიამ.

„ლიბერალმა“ გუშინ, 12 დეკემბერს შეკითხვით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას - აპირებს თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი შეწყალების აქტის გამოცემას. ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ადმინისტრაციაში არ აკეთებენ კომენტარს, იქნება თუ არა კიდევ ერთი შეწყალება მარგველაშვილისგან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^