Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

19 დეკემბერი, 2018 14:01

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მისი ადვოკატის განმარტებით, ბრალდების კვალიფიკაცია  სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილია.

„ბრალდების შინაარსში წერია შემდეგი, რომ ინაუგურაციის დღეს უცხოელი სტუმრებისა და უამრავი სტუმრების გამო პოლიციის მიერ გადაკეტილი იქნა კონკრეტული მაგისტრალი. მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მჯდომ ერთ-ერთ პოლიციელს და ხელისა და ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას“,- განმარტავს ადვოკატი.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ის დაცვის მხარეს დღეს გადაეცა. ადვოკატის განმარტებით, ისინი, ძირითადად, პოლიციელების ჩვენებები და ის სიუჟეტია, რაც 2 დღეა, მასმედიით ვრცელდება. 

ადვოკატი განმარტავს, რომ კირკიტაძე მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და შიმშილობას აგრძელებს, თუმცა ამჯერად მშრალ შიმშილობას.

„ქონების დაზიანებაზე ბრალში არანაირი მსჯელობა არ არის და როგორც ზეპირად განმარტა გამომძიებელმა, გამოძიება მას ამის გამო ედავება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

გურჯაანის სასამართლოსთან რამდენიმე საათია, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა დავით კირკიტაძის გათავისუფლებაა. 

დავით კირკიტაძე დააკავეს

17 დეკემბერს პოლიციელებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს. შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

დავით კირკიტაძეს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

სასამართლომ ათ დემონსტრანტს პატიმრობა შე ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს ადმინისტრაციული წესით 37 დაკავებულიდან 12 - სამართალდამრღვ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

მხარს მაჟორიტარულ სისტემას ვუჭერ, ის ხალ ...

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, კარგია, რომ პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირა. მინისტ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრა ...

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბოქლომი მთავრობის კანცელარიასაც დაადეს. თავდაპირველად აქ ...
^