Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული კობაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ხვალიდან იწყება

24 დეკემბერი, 2018 13:49

მალხაზ კობაურის ადვოკატებმა დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. ისინი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კობაურის საქმის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ ინფორმაცია, რომელიც აღნიშნული საქმის შესახებ პროკურატურამ მედიის მეშვეობით გაასაჯაროვა, შეიძლება შეფასდეს, როგორც ნაფიც მსაჯულებზე გავლენის მოხდენის მცდელობა.

როგორც კობაურის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, მედიის მეშვეობით პროკურატურა საქმის არსებით დეტალების შესახებ ინფორმაციას სუბიექტური შეფასებებით აწვდის საზოგადოებას, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება დაცვის მხარის შეფასებებისგან.

„რამდენიმე დღეა მედიის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებითად საზიანოა მალხაზ კობაურისთვის, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია წარმოაჩინეს დამახინჯებული ფორმით. იმდაგვარად, რომ სახელმწიფო ორგანოს, ამ შემთხვევაში პროკურატურის ინტერესები გატარებულიყო, რათა პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე ერთგვარი ირიბი ზემოქმედება მოეხდინათ პოტენციურ ნაფიც მსაჯულებზე, რომლის შერჩევასაც ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ.

შესაძლოა, მედიაში ამგვარად გავრცელებულმა ინფორმაციამ, გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს, განწყობა ჩამოაყალიბოს მომავალში გამოსატან ვერდიქტზე, რაც, ცხადია, დააზიანებს მალხაზ კობაურის ინტერესებს, ასევე ხელს შეუშლის მართლმსაჯულების სრულყოფილად განხორციელებას... ჩვენ ვამხელთ იმ ტელეარხებს, რომლებიც ხშირად არიან შემჩნეული, რომ აშუქებენ იმ ინფორმაციას როგორც ეს სახელმწიფოს სურს“, - განაცხადა მამულაშვილმა. 

მალხაზ კობაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ხვალიდან, 25 დეკემბრიდან იწყება. ნაფიცი მსაჯულების შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქმის ადვოკატები, ასევე პროკურორები. შემდგომი ეტაპი კი საქმის არსებით განხილვაზე გადასვლაა. 

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

მალხაზ კობაურის ადვოკატის თქმით, პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია

პროკურატურა: მალხაზ კობაურს გაუპატიურების მუხლით ბრალდება დაუმძიმდა

რა პრეტენზიები აქვს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს გამოძიებასთან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^