Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო - ამ დროისთვის H1N1 ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევაა აჭარასა და ქუთაისში

25 დეკემბერი, 2018 14:08

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მინისტრის, დავით სერგეენკო განცხადებით, გრიპის ვირუსს საქართველოში ეპიდემიის ზღვრისთვის არ მიუღწევია. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„სეზონური გრიპით ავადობა, რომლის დაავადების რაოდენობა მატულობს, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და ვიმედოვნებთ, არც მივაღწევთ ეპიდემიის ზღვარს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გრიპის სიმპტომების დაწყებისას მიმართოს ექიმს. ორი სამწუხარო შემთხვევაა აჭარაში და ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხდა სერგეენკომ.

ბათუმში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით ერთი პირი გარდაიცვალა

როგორც „ლიბერალს“ ბათუმის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პაციენტმა მეოთხე დღეს მიმართა ექიმს, რაც დაგვიანებული აღმოჩნდა. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.

„ჩვენი ეპიდემიოლოგები ახლახან დაბრუნდნენ ადგილიდან, შევისავწლეთ მდგომარეობა, რადგან გამოკვლევის გარეშე ვერაფერს ვიტყვით, ამის შესახებ 3 საათზე ბრიფინგი გაიმართება და სრულ ინფორმაციას გავაცნობთ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაა ბათუმში გრიპთან მიმართებით“, - განაცხადა ბათუმის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ია ჩხაიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^