Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცესი კონსტიტუციასთან შეესაბამოა - ომბუდსმენი

26 დეკემბერი, 2018 13:24

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროცესი, თუ როგორ შეირჩა და დასახელდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატები, გარკვეულწილად კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ არ არსებობს პასუხი, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩნენ ისინი. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 

„სახალხო დამცველი აქცენტს არ აკეთებს სიაზე, დასახელებული მოსამართლეების ვინაობაზე. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ თავად პროცესზე. მიმაჩნია, რომ პროცესი, როგორც შეირჩა და დასახელდა წარმოდგენილი კანდიდატები, გარკვეული თვალსაზრისით კონსტიტუციასთანაც შეუსაბამობაშია, რადგან ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიკავოს საჯარო სამსახურში თანამდებობა. ამ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატები ისე დასახელდნენ, რომ არავის გვაქვს პასუხი, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ, რა პროცედურით, რატომ შეირჩნენ ესენი და არა სხვები“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს, შეაჩეროს პროცესი და წარდგენილ სიას მხარი არ დაუჭიროს. 

„ამიტომ ჩვენ პარლამენტს მივმართავთ, ნებისმიერი ფორმით შეაჩეროს აღნიშნული პროცესი, ეს იქნება საკანონმდებლო ცვლილების ფორმით თუ იმით, რომ პლენარულ სხდომაზე ამ სიას მხარი არ დაუჭიროს“,-განაცხადა ლომჯარიამ

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. 

იუსტიციის საბჭო უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატად ჩინჩალაძის კანდიდატურას უყრის კენჭს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^