Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უზენაესის მოსამართლეობის კონკრეტული კანდიდატების შესახებ აზრი 2012 წლის შემდეგ არ შემიცვლია - ჩუგოშვილი

26 დეკემბერი, 2018 15:17

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების წარდგენის პროცესს აკრიტიკებს. 

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ორი რამ მაქვს სათქმელი", - უთხრა მან „ინტერპრესნიუსს", - ერთი არის პროცედურა, რა ფორმითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატურები წარმოადგინა და რომელიც ჩემთვის მიუღებელია და მეორეა, კონკრეტული გვარები წარმოდგენილ სიაში. ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2012 წელს გამოვთქვი ჩემი აზრი და ეს აზრი დღემდე არ შემიცვლია. ერთი მხრივ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებზე მუშაობა, მეორე მხრივ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაიწყოს საზოგადოებრივი აზრისთვის ანგარიშის გაწევა“.

24 დეკემბერს საბჭომ პარლამენტს პროცედურების შემუშავების გარეშე შემდეგი კანდიდატურები წარუდგინა: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, გიორგი ტყავაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე. 

პარლამენტში იწვევენ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას ხმა არ მისცეს​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^