Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტში იწვევენ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას ხმა არ მისცეს

26 დეკემბერი, 2018 14:06

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში ფრაქციის სხდომაზე იწვევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში წარდგენას მხარი არ დაუჭირეს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეობის კანდიდატების სია პარლამენტში ისე შევიდა, რომ თავად საბჭოში არანაირი მსჯელობა არ ყოფილა. მისი თქმით, არის ფორსირებული პროცესი, პარლამენტში არ შესულა ბიოგრაფიები და დეპუტატებს კანდიდატების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

„ჩვენმა ფრაქციამ გადაწყვიტა, რომ 27 დეკემბერს, 14:00 საათზე იუსტიციის საბჭოს ის წევრები მოიწვიოს, ვინც ამ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აქამდე არ გვქონია ინფორმაცია იუსტიციის საბჭოდან, მათ ვთხოვთ, გაგვაცნონ ინფორმაცია, რა პროცესებთან გვქონდა საქმე, რა პროცედურა იყო, როგორ შეირჩა ეს ადამიანები. შეხვედრა ღია იქნება“, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.   

24 დეკემბერს საბჭომ პარლამენტს პროცედურების შემუშავების გარეშე შემდეგი კანდიდატურები წარუდგინა: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაზე, გიორგი ტყავაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე. 

აღნიშნული კანდიდატებისთვის ხმა არ მიუციათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს: ნაზი ჯანეზაშვილს, ანა დოლიძეს და ირმა გელაშვილს. 

ლევან გოგიჩაიშვილის მოწვევას მიესალმა ნაზი ჯანეზაშვილი. „მზად ვარ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შევხვდე, გავაცნო ჩემი მოსაზრებები და ხედვა ამ პროცესთან დაკავშირებით, ასევე ისიც, რატომ არ უნდა აირჩიოს პარლამენტმა ჩინჩალაძე და მისი კლანის მოსამართლეები. რატომ უნდა გაიხსნას უზენაესი სასამართლოს კარი მხოლოდ ღირსეულებისთვის!" - წერს ჯანეზაშვილი Facebook-ზე.

იუსტიციის საბჭო უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატად ჩინჩალაძის კანდიდატურას უყრის კენჭს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^