Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი, მოისმინონ ჩინჩალაძისა და მიქაუტაძის აზრები - გოგიჩაიშვილი

11 იანვარი, 2019 14:20

„თუ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი მათ შეუძლიათ, მოისმინონ ჩინჩალაძისა და მიქაუტაძის აზრები", - განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს. გოგიჩაიშვილი დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, განმარტონ, ვის გულისხმობენ „ამბოხებულ დეპუტატებში“. 

„მე არ ვიცი, რას გულისხმობენ „ამბოხებულ დეპუტატებში“ და უმჯობესი იქნება, განმარტონ. თუ ამაში იმ ადამიანებს გულისხმობენ, ვინც ვერ ხედავს სასამართლოს მომავალს ჩინჩალაძესთან, გვრიტიშვილსა და სხვებთან ერთად, მათ შეუძლიათ მოისმინონ მეთოფიშვილისა და გვრიტიშვილის აზრები და დაეთანხმონ. ზრდასრული ხალხია, ბევრი მათგანი დიდი ხანია პოლიტიკაშია და თუ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი, მათ შეუძლიათ, მოისმინონ ჩინჩალაძისა და მიქაუტაძის აზრები",- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მიიღება სწორი გადაწყვეტილება მოსამართლეების შესახებ, ხოლო ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. 

კაჭრეთში უმრავლესობის ლიდერების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია - დიმიტრი ცქიტიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^