Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილი ნარკოპოლიტიკაზე - ციხე არაა ამ სერიოზული სენის პასუხი

11 იანვარი, 2019 17:58

ციხე არაა ამ სერიოზული სენის პასუხი - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა „ლიბერალის" ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა იჯდეს თუ არა ნებისმიერი სახის ნარკოტიკის მოხმარებაზე ადამიანი ციხეში.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ციხე ამის გამოსავალი არაა:„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სრულიად ინერტულები. სახელმწიფოს ევალება ბევრად უფრო აქტიური პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრს სფეროს. ესაა რეაბილიტაცია, სპორტი, გაფრთიხლება, საინფორმაციო კამპანია სკოლებიდან დაწყებული და ა.შ".

რაც შეეხება შეკითხვას, რა პოზიცია აქვს პრეზიდენტს ნარკომომხმარებლების შეწყალებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ჯერ ამაზე პასუხი და პოზიცია არ აქვს:

„ჩემი წინამორბედი პრეზიდენტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით ძალიან მარტივი იყო. მე მინდა, რომ უფრო შეგნებულად და პასუხისმგებლობით მოვეკიდო. ამიტომ, ჯერ მეც გარკვევის და შესწავლის ეტაპზე ვარ. შემოსულია ძალიან ბევრი თხოვნა... უნდა განვიხილოთ და ვნახოთ როგორ დავაკომპლექტოთ [კომისია], ესეც ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც ჩემში ბადებს ძალიან ბევრ კითხვას. ამიტომ, მე გთხოვთ, ცოტა დროს, ამ საკითხზე, რომ ბოლომდე ჩამოვყალიბდე", - განაცხადა ზურაბიშვილმა

ზურაბიშვილი - ნათელა მაჭავარიანი შეწყალების კომისიას არ უხელმძღვანელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 იანვარი
22 იანვარი

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი  თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მ ...
22 იანვარი
22 იანვარი

თბილისში 4 წლის გოგონას დაღუპვის საქმეზე ...

თბილისში 4 წლის გოგონას დაღუპვის ფაქტზე ბავშვის დედა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადება ...
22 იანვარი
22 იანვარი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნე ...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდება, მხოლოდ ერთი კანდიდატი, ფედ ...
^