Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილი შეწყალებაზე: მინდა, უფრო შეგნებულად, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდო ამ საკითხს

11 იანვარი, 2019 19:06

„ჩემი წინამორბედის პოზიცია რაც იყო, იყო ძალიან მარტივი და არ მგონია მარტივი პასუხები იყოს ის, რასაც საზოგადოება პირადად ჩემგან ელოდება. მე მინდა, რომ უფრო შეგნებულად, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდო ამ საკითხს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების კომისიასთან და ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, მას სჭირდება დრო, რომ ამ საკითხებში გაერკვეს და საზოგადოებას საკუთარი პოზიცია და ხედვა გააცნოს. 

„მე მინდა, რომ განახლებული ხედვა იყოს ამის მიმართ. რაც ამ საკითხით უფრო ახლოდან დავინტერესდი, ვატყობ, რომ ძალიან რთული საკითხია და ძალიან საპასუხისმგებლო. ამიტომ მე ნაადრევად ვერ გიპასუხებთ ამ საკითხზე. მინდა, რომ ბოლომდე გავერკვიო. შემოსულია ძალიან ბევრი თხოვნა... უნდა განვიხილოთ და ვნახოთ როგორ დავაკომპლექტოთ, ესეც ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც ჩემში ბადებს ძალიან ბევრ კითხვას. ამიტომ, მე გთხოვთ, ცოტა დროს, ამ საკითხზე, რომ ბოლომდე ჩამოვყალიბდე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობას, ზურაბიშვილის თქმით, ნათელა მაჭავარიანი  შეწყალების კომისიის არც წევრად და არც თავმჯდომარედ არ განიხილება: „ეს მისთვის ძალიან მძიმე ტვირთი იქნება და ჩემს მეგობარს ამას არ ვუსურვებ".

შეკითხვაზე, რა პრინციპით აირჩევა კომისიის შემადგენლობა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ კომისიის წევრებს აირჩევენ სანდოობის და სინდისის პრინციპით. 

ზურაბიშვილი ნარკოპოლიტიკაზე - ციხე არაა ამ სერიოზული სენის პასუხი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^